უსაფრთხოების პოლიტიკა

უსაფრთხოების პოლიტიკა
• ევროპის უსაფრთხოებისათვის რისკ-ფაქტორებად და, ამდენად, უსაფრთხოების პოლიტიკის უშუალო სფეროდ ითვლება ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვები, ბირთვული კონტრაბანდა, პოლიტიკური უწესრიგობის მოწყობა და აჯანყებები, ტერორიზმი, კომპიუტერული ტერორიზმი და ჭუჭყიანი ფულის რეცხვა. ამ რიგს ემატება ჯერაც ყავლაგაუსვლელი სფერო სახელმწოფითაშორისი სამხედრო-პოლიტიკური საკითხებისა. ანუ უსაფრთხოების პოლიტიკის დომენია ის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ავტორიტეტს და ძირგამომთხრელი ხასიათისაა.“... უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია ტერიტორიისა და ხალხის დაცვა... ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, უსაფრთხოების პოლიტიკა არ ეხება იმ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება სახელმწიფოს ეროვნული საზოგადოებებისა თუ საერთაშორისო სისტემის განვითარების შედეგად, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია“ - წერს ჟან ფრიმონდი
• უსაფრთხოების პოლიტიკაში დიდია სუბიექტური აღქმების, ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპების, კონკრეტული სოციუმის და მისი ელიტის პოლიტიკური კულტურის როლი, მთელი რიგი ქვეყნების უსაფრთხოების დისკურსში შიდა ბაზრის დაცვას, კულტურულ იდენტობას, რელიგიის, ტრადიციების შენარჩუნებას სოლიდური ადგილი უკავია.
Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000,
• „... დაკავებულია მხოლოდ იმ საფრთხეებით, რომლებიც მტრული განზრახვებიდან ან შეგნებული ძალადობიდან მომდინარეობს. უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია ტერიტორიისა და ხალხის დაცვა. . . ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, უსაფრთხოების პოლიტიკა არ ეხება იმ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება სახელმწიფოს ეროვნული საზოგადოებებისა თუ საერთაშორისო სისტემის განვითარების შედეგად, როგორიცაა, ვთქვათ, . . .ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია,“ – წერს ჟან ფრიმონდი.რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა: „უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის დაპყრობა“, „ზნეობის დაკარგვა“. უსაფრთხოების ობიექტი ხდება „სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მყარი ფორმები, ფასეულობათა სისტემა“, რომელთა „დანგრევა თვითმყოფადობის დანგრევას მოიტანს“. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ცნებას „სახელმწიფო უშიშროება“ ასევე ყოვლისმომცველი შინაარსი ჰქონდა; იგი მოიცავდა საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს.რამდენადაც უსაფრთხოება აღქმების, წარმოდგენების სფეროს განეკუთვნება, ძნელია, აპრიორულად უკანონოდ იქნას აღიარებული უსაფრთხოების პოლიტიკის ნებისმიერი გაგება. მაგრამ ზედმეტი უსაფრთხოება, ანუ უსაფრთხოების პოლიტიკის არეალის გაფართოვება ძალაუფლების უზურპაციის, პიროვნების უფლებების შელახვის ნიადაგია.
Source: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები : თეორიული საკითხები და საქართველოს მაგალითი / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი; [შემდგ.: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Полезное


Смотреть что такое "უსაფრთხოების პოლიტიკა" в других словарях:

  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა — • რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა „უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის… …   Georgian encyclopedia

  • ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა — წარმოადგენს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფო ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით გატარებულ კონკრეტულ ღონისძიებებს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად. ამ დროს, ხორცი ესხმევა ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივ პროგრამებს და მიმდინარეობს… …   Georgian encyclopedia

  • მაღალი პოლიტიკა — ისეთი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავდაცვის პოლიტიკა და სხვა, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტთან. Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის — 2006 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ბილატერალურ შეთანხმებას ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის”. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ძირითადი სფეროები, რომლის ფარგლებში მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველო და… …   Georgian encyclopedia

  • ევროკავშირი — • ევროპის კავშირი შეიქმნა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (მაასტრიხტის ხელშეკრულება) საფუძველზე. მის ჩამოყალიბებამდე არსებობდა სამი განსხვავებული ევროპული თანამეგობრობა: ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ამჟამად ევროპული თანამეგობრობა),… …   Georgian encyclopedia

  • კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია — ჯოზეფ ნაიმ და რობერტ კიოჰანმა ჩამოაყალიბეს თავიანთ გახმაურებულ ნაშრომში ძალა და ურთიერთდამოკიდებულება (1977). ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იყო ომამდე. ადრე ურთიერთობები… …   Georgian encyclopedia

  • ეაპს — ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო – შეიქმნა 1997 წელს, მან შეცვალა ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი და, მის მიღწევებზე დაყრდნობით, გზა გაუხსნა უფრო ღრმა და ოპერატიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ამჟამად, ეაპს–ში 20 პარტნიორი ატარებს… …   Georgian encyclopedia

  • ევროკავშირის ტროიკა — თავდაპირველად ევროკავშირის ტროიკა სამი სახელმწიფოსაგან შედგებოდა: კავშირის თავმჯდომარე წევრი სახელმწიფო, წევრი სახელმწიფო, რომელიც თავმჯდომარეობდა კავშირს წინა 6 თვის განმავლობაში და რომელიც მომავალი 6 თვის განმავლობაში იქნებოდა კავშირის… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ბიზნესის და პარლამენტის თანამშრომლობა — პროექტს ახორციელებს ბიზნესისა და პარლამენტის თანამშროლობის საერთაშორისო ასოციაცია (IABP) ირლანდიისა და ლუქსემბურგის მთავრობების ხელშეწყობით. პროექტი დაიწყო 2004 წელს. მისი მთავარი მიზანია განავითაროს ნდობა და ურთიერთგაგება ბიზნესის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»